Sunday, May 28, 2017

1. პროექტის აქტუალობა:ადამიანი ბუნების ნაწილია, მისი სიცოცხლე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებაზე, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს და არასწორ დამიკიდებულებას ამჟღავნებს ბუნებასთან მიმართებაში. მისმა არასწორმა და ზერელე ქმედებებმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
2. პროექტის მიზანი: მოსწავლეები დაინტერესდებიან ამ თემით , ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალას, იმსჯელებენ, დაინტერესდებიან თავისი სოფლის ეკოლოგიური პრობლემებით.
      განუვითარდებათ ძიებისა და ყრთიერთთანამშრომლობის უნარ -ჩვევები.
3. მონაწილეთა ასაკი. მე-5კლასი.
4 .მოსალოდნელი შედეგები.მ:შეიქმნება სლაიდ- შოუ,ბუკლეტები, გაკეთდება პრეზენტაცია.
5.  პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი,ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერი.
6.        პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,ინაწილებენ დავალებებს :1-ლი ჯგუფს დაევალება ინტერნეტის საშუალებით მასალის მოძიება,მე-2 ჯგუფს სლაიდ-შოუს შექმნ  მე-3 ჯგუფს-ბუკლეტების შექმნა.მე- 4 ჯგუფს სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები და ბუკლეტების დარიგება.
 მოსწავლეები მოიძიებენ მასალას, გააკეთებენ სლაიდ-შოუს,შეხვდებიან სოფლის მოსახლეობას, იმსჯელებენ მათთან სოფლის ეკოლოგიურ პრობლემებზე,გადაიღებენ ამ პრობლემების ამსახველ სურათებს.მოსახლეობას დაურიგდებათ ბუკლეტები.
 მოსწავლეები  გააკეთებენ პრეზენტაციას,გაწეულ საქმიანობას გააცნობენ თანატოლებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  
                                                        

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
                                                       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
·         მიზნის შებამისად ირჩევს სასაუბრო (ეტიკეტური დიალოგების) და მხატვრულ (განცდებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრის) სტილს;
·         კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემის დროს იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისთვის დამახასიათებელ ინტონაციას. 


ქართ. V. 7.  მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული  ტექსტების  (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითი  სტატიების, სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.) წაკითხვა და გააზრება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
·         ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·         განსაზღვრავს ტექსტის ერთ მონაკვეთში ან მის სხვადასხვა ნაწილში ასახულ მოვლენებს / ფაქტებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზ-შედეგობრივს, შეპირისპირებითს, პირობითსა და სხვ.);
·         განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან;
·         განასხვავებს საგანთა / მოვლენათა გარეგნულ და შინაარსობრივ მახასიათებლებს;
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული 
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გინტური
ელ. ფოსტა:ninoginturi32@gmail.com.